ENG

გაცნობითი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან

მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიატორის პროფესიული დღე მიულოცა ქართველ მედიატორებს და შემდგომი წარმატებული საქმიანობა უსურვა.

მხარეთა მიერ განხილულ იქნა სამომავლო პერსპექტივაში თანამშრომლობის ფორმატი. საქართველოს პარლამენტი სრულიად იზიარებს და მხარს უჭერს, რომ მედიაცია წარმოადგენს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ ნებაყოფლობით მექანიზმს, რომელიც დავის მხარეებს აძლევს საშუალებას მათ წინაშე არსებული დავა გადაწყვიტონ თავად, მათ ინტერესზე მორგებული საბოლოო გადაწყვეტილებით აღმოფხვრან უშუალოდ კონფლიქტის საფუძვლები და დარჩნენ კმაყოფილნი.

საქართველოს პარლამენტი მზაობას აფიქსირებს მედიატორის პროფესიასთან თანამშრომლობისთვის, მათ შორის მედიაციის საკანონმდებლო რეგულირების შემდგომი დახვეწის კუთხით.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია