ENG

გაცნობითი სამუშაო შეხვედრა “ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში,,

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა თამარ იმნაიშვილმა უმასპინძლეს “ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში,,  ატაშე- გუნდის ხელმძღვანელს ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეებში -აგატა ნიებოის და ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების, დონორებთან კოორდინაციაში პროგრამის მრჩეველ მენეჯერს  ანე ბირგიტე ჰენსენს.
შეხვედრაზე  ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა სტუმრებს გააცნო საქართველოში მიმდინარე მედიაციის პროცესის, როგორც დავის რეგულირების ახალი მექანიზმის წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები, ასევე ამ მოკლე პერიოდში დანერგილი სიახლეების და რეფორმების კონკრეტული შედეგები, რაც მიზნად ისახავს მედიაციის პოპულარიზაციის გაზრდას და კიდევ უფრო სწრაფი და სანდო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას საქართველოში. 
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიმდინარე რეფორმები და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
უკან
სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.