ENG

გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ქუთაისის საქალაქო, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებსა და ქუთაისის მედიაციის ცენტრის მედიატორებს შორის.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ქუთაისის საქალაქო, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებსა და ქუთაისის მედიაციის ცენტრის მედიატორებს შორის.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მედიაციის წინაშე არსებული გამოწვევების და საჭიროებების შესახებ საკითხები, ასევე ხაზი გაესვა იმ უპირატესობებს რომლებიც მხარეებს შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ საკუთარი ინტერესების სწრაფი და ეფექტური რეალიზაცია. ასევე მოსამართლეებმა და მედიატორებმა გაუზიარეს მოსაზრებები სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მედიაციის დარგის პოპულარიზაციას საზოგადოებაში. „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მოხარულია მოსამართლეთა აქტიური ჩართულობით მსგავს ღონისძიებებში, რაც განაპირობებს სასამართლო მედიაციის წარმატებულ ფუნქციონირებას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

შეხვედრა მარნეულში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან - „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა მარნეულში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

ტრენინგი -„კომპლექსური და მრავალმხრივი მოლაპარაკება

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით-„კომპლექსური და მრავალმხრივი მოლაპარაკება“, რომელიც განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში გაიმართა

2023 წლის 16 დეკემბერს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მორიგი საერთო კრება

2023 წლის 16 დეკემბრის სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთო კრების დღის წესრიგი: