ENG

გამოცდილების გაზიარება “მედიატორებს და არბიტრებს შორის"

მედიაციის კვირეულის ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციის და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება „ გამოცდილების გაზიარება “მედიატორებს და არბიტრებს შორის, რომელიც მხარდაჭერილი იყო USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის „მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის” ფარგლებში.

ღონისძიება გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ რუსუდან ჭკუასელმა.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, ხაზი გაუსვა დავის გადაწყვეტის ალტერნატული საშუალებების (ADR)-ის რეგიონულ განვითარების მნიშვნელობას და მეზობელი ქვეყნების მოსამართლეების, მედიატორების, ადვოკატების და არბიტრების ჩართულობას.

მედიატორები და არბიტრები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობაში. საქართველოს მედიატორთა ასოციაციის და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნეს საერთო მიზანი, როგორიცაა საკანონმდებლო სისტემის გაუმჯობესება, საზოგადოებისა და იურისტების ცნობიერების ამაღლება და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია აგრძელებს მედიაციის ინსტიტუციის გაძლიერების და განვითარების მიზნით პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

2025 წლის სტატისტიკა

სასამართლო მედიაციისთვის გადაცემული საქმე 2025 წელი

ტრენინგი ბავშვთა უფლებებში

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ პროექტის მხარდაჭერით, ასოციაციის წევრებისთვის ჩაატარა სპეციალიზებული ტრენინგი ბავშვთა უფლებებში.

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.