ENG

განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამაზე მომუშავე ჯგუფის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება დაიწყო 2021 წლის მაისიდან დონორი ორგანიზაციის USAID-PROLoG - Promoting Rule of Law in Georgia Activity_ის მხარდაჭერითა და მოწვეული უცხოელი ექსპერტის ბარია აჰმედის ჩართულობით.

სამუშაო ჯგუფი შედგებოდა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მედიატორებისაგან.

შემაჯამებელ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა, განიხილა უცხოელი ექსპერტის რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებითაც შემუშავდა განგრძობადი პროფესიული განვითარების დოკუმენტი.
საბოლოო რედაქციის დამტკიცება განხორციელდება 2021 წლის დეკემბერში ასოციაციის წევრების მიერ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთო კრებაზე 2021 წლის დეკემბერში.
განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამა ამოქმედდება 2022 წლის 1 იანვრიდან.
უკან
სხვა სიახლეები

შეხვედრა მარნეულში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან - „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა მარნეულში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

ტრენინგი -„კომპლექსური და მრავალმხრივი მოლაპარაკება

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით-„კომპლექსური და მრავალმხრივი მოლაპარაკება“, რომელიც განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში გაიმართა

2023 წლის 16 დეკემბერს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მორიგი საერთო კრება

2023 წლის 16 დეკემბრის სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთო კრების დღის წესრიგი: