ENG

გრძელდება კამპანია საქართველოს მედიაციის კანონის კომენტარების საჯარო პრეზენტაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე.

კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

სტუდენტებთან შეხვედრა გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის, "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერმა გულისა კახნიაშვილმა

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მომავალშიც განაგრძობს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებას და განვითარების პროცესს

ღონისძიება ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.