ENG

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მიესალმნენ სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ იმნაიშვილი, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერი - ივანე ჩიტაშვილი

შეხვედრის მოდერირებას უწევდა მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ იმნაიშვილი.

შეხვედრა საინტერესო კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. გამოცდილმა მედიატორებმა ასოციაციის ახალ წევრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია პერმანენტულად ატარებს მსგავს შეხვედრებს, რადგან მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება და სფეროში არსებული გამოწვევების განხილვა ძალზედ მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს მედიაციის ინსტიტუტის დახვეწასა და განვითარებას.

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.