ENG

გრძელდება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა

გრძელდება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა მედიატორთათვის, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ

ტრენინგს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე,ირაკლი ყანდაშვილი და ამავე ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მედიატორი, თსუ-ს ასოცირებული პროფ. ნათია ჩიტაშვილი უძღვებოდნენ.

მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ნათია ჩიტაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, ირაკლი გელოვანი მიესალმნენ.

ტრენინგ კურსის ფარგლებში მედიატორთა პროფესიული ქცევის სტანდარტების ჭრილში განზოგადებულ იქნა ქართული სამედიაციო პრაქტიკა, განხილულ იქნა ეთიკის მნიშვნელობა მედიაციის პროფესიად ფორმირებაში, წარმოჩინდა მედიატორის ეთიკის სტანდარტების პროცესუალური შინაარსი და გაზიარდა მედიატორთა მიერ ეთიკური დილემების მართვის სტრატეგიები და რეკომენდაციები.

მონაწილეებმა ტრენინგის განმავლობაში ჯგუფური სამუშაოებიც შეასრულეს , განიხილეს კონკრეტული კაზუსები , სადაც წამოჭრილი იყო პრობლემატიკა და პრინციპთა დილემა, როგორიც არის მაგალითად : კეთილსინდისიერი მოლაპარაკების და ინფორმირებული შეთანხმების/თვითგამორკვევის ხელშეწყობა, შეთანხმების ნებაყოფლობითობის ხელშეწყობის ფარგლები სავალდებულო სასამართლო მედიაციაში, მედიატორის მიერ მხარეთა ინფორმირების ვალდებულების საკანონმდებლო-ეთიკური სტანდარტი, მედიატორის დამოუკიდებლობის/ნეიტრალობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება, კონფიდენციალობის პრინციპის მოქმედება სავალდებულო სასამართლო მედიაციის პროცესის შეწყვეტისას, ბავშვების საუკეთესო ინტერესების ხელშეწყობა, თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის ვალდებულება და სხვა.

მედიაციის ეთიკის განგრძობადი პროფესიული განათლების კურსი სავალდებულოა ყველა მოქმედი მედიატორისთვის, რაც ემსახურება მედიაციის ეთიკური მდგრადობისა და სანდოობის გაძლიერებას, პროფესიული ქცევის სტანდარტების ერთგვაროვან დამკვიდრებას და კეთილსინდისიერ რეალიზებას სასამართლო და კერძო მედიაციაში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

გრძელდება საუბრები ადვოკატებთან მედიაციაზე

შეხვედრა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველმა, ირაკლი გელოვანმა გახსნეს.

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა აჭარის რეგიონში, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მედიაციის ცენტრის გახსნა ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით.

შეხვედრა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფთან

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან.