ENG

გრძელდება “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების და მედიაციის განვითარების პროექტის” ფარგლებში მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების და მედიაციის განვითარების პროექტის” ფარგლებში მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.

მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელი, ეკატერინე ლორთქიფანიძე მიესალმნენ.

შეხვედრას მოდერირება გაუწიეს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა-თამარ იმნაიშვილმა და აღმასრულებელი საბჭოს წევრმა - თეა ჭეიშვილმა.

შეხვედრა საინტერესო კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, გამოცდილმა მედიატორებმა ასოციაციის ახალ წევრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია პერმანენტულად ატარებს მსგავს შეხვედრებს, რადგან მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე საუბარი ძალზედ მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს მედიაციის ინსტიტუტის დახვეწასა და განვითარებას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.