ENG

გრძელდება შეხვედრები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალ წევრებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალ წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა.

მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, ირაკლი გელოვანი მიესალმნენ. ირაკლი ყანდაშვილმა მედიაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა , რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ადვოკატებს საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდეთ მედიაციის პროცესთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ადვოკატების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება იყო, დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა , ასევე ადვოკატთა ასოციაციის ახალმა წევრებმა მედიაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით, სხვადასხვა ტრენინგებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მსგავს შეხვედრებს ხშირად გამართავს, რადგან ადვოკატების ინფორმირებულობა მედიაციის პროცესთან დაკავშირებით ძალზედ მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“