ENG

ილია ჭავჭავაძის სახელობის სამედიაციო დარბაზი

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ოფისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სამედიაციო დარბაზში პირველად ჩატარდა სასამართლო მედიაცია. აღნიშნული მედიაცია ჩაატარეს მცხეთის რიაონული სასამართლოს მედიატორებმა: თამარ იმნაიშვილმა და თამთა დევდარიანმა.

ილია ჭაჭავაძის სახელობის სამედიაციო დარბაზის არსებობას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის“, რადგან ილია ჭავჭავაძის სახელს და მოღვაწეობას უკავშირდება მედიაციის ინსტიტუტის ჩამოყალიბება და განვითარება. ილია ჭავჭავაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სასამართლო დავების გადაწყვეტას მორიგების გზით.

„ხალხს სწრაფი და მარტივი, უფორმალო სამართალი სჭირია, დარღვეულ უფლებათა მსწრაფლ აღდგინება უნდა.“ - ილია ჭავჭავაძე (გაზეთი ივერია 1886 წლის, 19 აპრილი).
უკან
სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.