ENG

ინსტიტუციური აკრედიტაცია

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად, მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით პირველად გაიცა ინსტიტუციური აკრედიტაცია, რომელიც მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრმა (NCADR)აღნიშნული ინსტიტუცია უფლებამოსილია წლის განმავლობაში შეუზღუდავად უზრუნველყოს მედიაციის/მედიატორის ტრენინგი. საქართველოს მედიატორთა ასოციაცია წარმატებას უსურვებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრს. აკრედიტაციის მოპოვების შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ დაწესებულებას/ორგანიზაციას, რომელთა მიერ შეთავაზებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგის სტანდარტი მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილ სტანდარტთან სრულ შესაბამისობაშია. 
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია