ENG

ინტერდისციპლინური ფორუმი -„მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივა“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში  გაიმართა პირველი ინტერდისციპლინური ფორუმი -„მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივა“ . ფორუმი მიმდინარეობდა პანელური დისკუსიის რეჟიმში, რომელსაც მოდერირებას უწევდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი. საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფორუმის წევრებს მიესალმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძე,  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე - ირაკლი პეტრიაშვილი და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - ლაშა ლაბაძე.აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთბლივი პროექტის წარმომადგენლებმა.ფორუმზე მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს შრომითი და კომერციულ დავების ეფექტურად გადაწყვეტაში მედიაციის როლზე, მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ბიზნეს სექტორში  მედიაციის მნიშვნელობას. მონაწილეებმა აგრეთვე ისაუბრეს  სანოტარო მედიაციის განვითარების საჭიროებებზე და საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლების მიზნით მის პოპულარიზაციის გზებზე.ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია.

უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“