ENG

ირაკლი ყანდაშვილი კარლ ჰარცელს შეხვდა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში ბატონ კარლ ჰარცელს შეხვდა.
 
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე მედიაციის რეფორმის მთავარ ასპექტებზე. ევროკავშირის ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოში 2020 წლის 01 იანვრიდან „მედიაციის შესახებ“ კანონის ამოქმედების მნიშვნელობას და ახლადდაფუძნებული მედიატორთა ასოციაციის ბოლო თვეების ნაყოფიერ საქმიანობას, განსაკუთრებით გლობალური პანდემიის თვეებში საქართველოში.

ელჩის მხრიდან აღინიშნა ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერის შესახებ მედიატორთა ასოციაციის მიმართ, რომელი თანამშრომლობის ფორმატში შემუშავდა ასოციაციის განვითარების 2020-2025 წლების სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმა და მედიატორთა სერტიფიცირების წესი ევროპელი ექსპერტების ჩართულობით და რჩევების გათვალისწინებით.
 
ირაკლი ყანდაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს საქართველოში მედიაციის და ახლადდაფუძნებული „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის და გამოითქვა მზადყოფნა შემდგომი ერთობლივი თანამშრომლობისთვის.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“