ENG

ირაკლი ყანდაშვილის სამუშაო შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გამართა  სამუშაო შეხვედრა საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან - მიხეილ დაუშვილთან.
მხარეთა მიერ განხილულ იქნა სამომავლო პერსპექტივაში თანამშრომლობის ფორმატი და ის განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმის გაცნობას და პოპულარიზაციას საქართველოში მოქმედი ქართველი და წარმოდგენილი უცხოური ბიზნესს სუბიექტებისთვის.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უპირატესობებს, რომლებიც ბიზნესისთვის უალტერნატივოა, რათა მოახდინონ საკუთარი ინტერესების სწრაფი და ეფექტური რეალიზაცია სწორედ მედიაციის გამოყენებით.
დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები და სამომავლო ერთობლივი ინიციატივები ბიზნესის წარმომადგენელთათვის.
უკან
სხვა სიახლეები

შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან გამართა მორიგი შეხვედრა - „Try Mediation”

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.

2024 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია.

გაცნობებთ, რომ 2024 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. პროგრამაზე რეგისტრაცია გაგრძელდება 2024 წლის 14 ივნისის ჩათვლით.