ENG

ირაკლი ყანდაშვილის სამუშაო შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, გამართა გაცნობითი, სამუშაო შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან საქართველოში ბატონ ღასან ხალილთან.

მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე, ერთობლივ პროექტებსა და გეგმებზე, რაც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების დაცვას და მათი საჭიროებების ეფექტურ და მშვიდობიან გადაწყვეტას საქართველოში.
ნიშანდობლივია, რომ 2020 წლის 01 სექტემბერს ამოქმედებული “ბავშვთა უფლებათა კოდექსის” ფარგლებში, ბავშვის საუკეთესო ინტერესის რეგულირებას მედიაციის მექანიზმით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება და “საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” აღნიშნული მიმართულებით, სამომავლოდ არაერთ საინტერესო ინიციატივას გეგმავს.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“