ENG

ირაკლი ყანდაშვილის სამუშაო შეხვედრა მაიკლ გრანტთან და ლაურა ბერგერთან

,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველთან სამართლებრივ საკითხებში ბატონ მაიკლ გრანტთან და USAID -ს მისიის წარმომადგენელთან ქალბატონ ლაურა ბერგერთან.

შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარემ ამერიკელ კოლეგებს გააცნო ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2020-2025 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა და მედიაციის განვითარების შემდგომი საჭიროებები.

ამერიკის საელჩოს და USAID-ს წარმომადგენელთა მხრიდან ხაზი გაესვა მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის მნიშვნელობას საქართველოშო.

მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია