ENG

ირაკლი ყანდაშვილის სამუშაო შეხვედრა ნატალია ვუტოვასთან

,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან საქართველოში, ქალბატონ ნატალია ვუტოვასთან.

შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს გააცნო ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2020-2025 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა და მედიაციის განვითარების შემდგომი საჭიროებები.

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მხრიდან ხაზი გაესვა მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის მნიშვნელობას საქართველოში.

მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“