ENG

ირაკლი ყანდაშვილის სამუშაო შეხვედრა საქართველოს მიკსოსაფინანსო ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ბატონ იური ლებანიძესთან

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გამართა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა, საქართველოს მიკსოსაფინანსო ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ბატონ იური ლებანიძესთან.

მხარეთა მიერ განხილულ იქნა სამომავლო პერსპექტივაში თანამშრომლობის ფორმატი და ის განსახორციელებლი ერთობლივი პროექტები,რომლებიც მიზნად ისახავს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმის გაცნობას და პოპულარიზაციას საქართველოში მოქმედი ქართველი და წარმოდგენილი უცხოური ბიზნესს სუბიექტებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სექტორში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ  უპირატესობებს,რომლებიც ბიზნესისთვის უალტერნატივოა, რათა მოახდინონ საკუთარი ინტერესების სწრაფი და ეფექტური რეალიზაცია სწორედ მედიაციის გამოყენებით.

დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები და სამომავლო ერთობლივი ინიციატივები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“