ENG

ირაკლი ყანდაშვილის შეხვედრა ფატმა სერენ იაზგანთან

მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გამართა მედიაციის შესახებ (როგორც დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმის საქართველოში), გაცნობითი სამუშაო შეხვედრა, თურქეთის სახელმწიფოს ელჩთან საქართველოში ქალბატონ ფატმა სერენ იაზგანთან.

მხარეთა მიერ განხილულ იქნა სამომავლო პერსპექტივაში თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც თურქეთის მოქალაქეებს და ბიზნესებს წარმოდგენილს საქართველოში, დავის არსებობის შემთხვევაში მიეწოდებათ ინფორმაცია მედიაციის მექანიზმის თაობაზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უპირატესობებს, რომლებიც დავის მონაწილე მხარეებისთვის უალტერნატივოა, რათა მოახდინონ საკუთარი ინტერესების სწრაფი და ეფექტური რეალიზაცია სწორედ მედიაციის გამოყენებით.

დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები და სამომავლო ერთობლივი ინიციატივები.
უკან
სხვა სიახლეები

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

შეხვედრა „სცადე მედიაცია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.