ENG

იურიდიული პროფესიების განვითარების ფორუმი

შვედური ინსტიტუტის Swedish Institute Alumni Network დაფინანსებით და საქართველოში შვედეთის საელჩოს Embassy of Sweden in Tbilisi  მხარდაჭერით, საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის ორგანიზებით ჩატარდა იურიდიული პროფესიების განვითარების ფორუმი.

სხვადასხვა ინსტიტუციებთან ერთად ფორუმზე მიწვეული გახლდათ - სსიპ ,,საქართველოს მედიტორთა ასოციაცია“, როგორც ქსელის პარტნიორი ორგანიზაცია. ღონისძიება მიზნად ისახავდა იურიდიულ პროფესიებში ბოლო პერიოდის მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებების შედეგად არსებული მდგომარეობის და სამომავლო პერსპექტივების გაანალიზებას და აგრეთვე იურიდიულ პროფესიებში ევროპული სტანდარტების დანერგვის და ევროინტეგრაციის პროცესში მოსალოდნელი სიახლეების შეფასებას.

ღონისძიება გახსნა საქართველოში შვედეთის ელჩმა ბატონმა ულრიკ თიდესთრომი, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს.სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სახელით ფორუმს ეწრებოდა ეთიკის კომისიის თავმჯდომარე - სოფიო დუღაშვილი, რომელმაც ისაუბრა ასოციაციის მხრიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე მედიაციის მიმართულებით.ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია სასწავლო დაწესებულებების და პროფესიული გაერთიანებების ინტერესების დაახლოვებისა და შემდგომში საერთო აქტივობებისთვის ნიადაგის მომზადებისათვის.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მუდამ მზად არის საქართველოში მედიაციის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე ითანამშრომლოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ფორუმებსა თუ კონფერენციებში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია