ENG

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ სასამართლო მედიაციის პროგრამაში ცვლილება შევიდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ სასამართლო მედიაციის პროგრამის მე-7 მუხლში, მედიატორის ანაზღაურების წესში,    საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინიცირებით შევიდა ცვლილება  და სასამართლო მედიაციის  პროგრამაში მონაწილე მედიატორები  წლის მანძილზე ნაცვლად   2 ანაზღაურების გარეშე  (Pro Bono)  სასამართლო სამედიაციო  საქმისა,  ვალდებულები იქნებიან განახორციელონ  მხოლოდ 1 საქმეზე სასამართლო მედიაცია ანაზღაურების გარეშე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ სასამართლო  მედიაციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ასოციაცია  მუდმივად აწარმოებდა  დაკვირვებას სასამართლო მედიაციის საქმეთა რაოდენობის სტატისტიკაზე, შესაბამისად, მედიატორთა ასოციაციის რეესტრი დღითი დღე ფართოვდება,  რამაც განაპირობა დღის წესრიგში დაეყენებინა სასამართლო მედიაციის პროგრამაში  შესულიყო  ცვლილება, მედიატორის ანაზღაურების წესთან დაკავშირებით, კერძოდ, წლის მანძილზე ანაზღაურებების გარეშე  (Pro Bono) მედიაციის რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“