ENG

კამპანია „სცადე მედიაცია

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აგრძელებს კამპანიას „სცადე მედიაცია“

ღონისძიებაში მონაწილე ადვოკატებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერი - ივანე ჩიტაშვილი მიესალმნენ.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა შეხვედრაზე ადვოკატებს მედიაციის აუცილებლობაზე, მნიშვნელობასა და როლზე ესაუბრა, ასევე განმარტა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ადვოკატებს საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდეთ მედიაციის პროცესთან დაკავშირებით.

შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც ადვოკატებმა მრავალი საინტერესო შეკითხვა დასვეს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მსგავს შეხვედრებს რეგულარულად გამართავს, რადგან ადვოკატების ინფორმირებულობა მედიაციის პროცესთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

გრძელდება კამპანია საქართველოს მედიაციის კანონის კომენტარების საჯარო პრეზენტაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე.

კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

კამპანია „სცადე მედიაცია“ ქალაქ ქუთაისში

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აგრძელებს კამპანიას „სცადე მედიაცია“

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა ადმინისტრაციული მიმართულებით- გოდერძი ბუჩაშვილმა