ENG

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში

 

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ  და დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი ბუხრაშვილმა, დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში  მედიაციის ცენტრი გახსნეს. ქვეყანაში  კიდევ ერთი მედიაციის ცენტრი მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას ემსახურება, სადაც მხარეები მედიაციის საშუალებით შეძლებენ სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება.
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია გეგმავს საქართველოს მაშტაბით, კიდევ ახალი მედიაციის ცენტრების გახსნას.
სასამართლო მედიაციის ცენტრების გამართულად ფუნქციონირება ქვეყანაში  სოციალურიმშვიდობისდამყარებას შეუწყობს ხელს .

 

უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია