ENG

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა გორის რაიონულ სასამართლოში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და გორის  რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ შალვა კაკაურიძემ გორის რაიონული სასამართლოში გახსნეს სასამართლო მედიაციის ცენტრი. რეგიონულ ჭრილში გადადგმული მედიაციის დანერგვის მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯები უზრუნველყოფს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას ქვეყანაში. საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მუდმივად ცდილობს საზოგადოებას შესთავაზოს ყოველმხრივი მხარდაჭერა, რაც სოციალური მშვიდობის დამყარებას ემსახურება. გორის რაიონულ სასამართლოში მედიაციის ცენტრის გახსნა ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

2025 წლის 7 დეკემბერს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მორიგი საერთო კრება

2025 წლის 7 დეკემბრის სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთო კრების დღის წესრიგი:

რიგით მე-6 ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი მიწვეული იყო და მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ რიგით მე-6 ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმში.

კამპანიას „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აგრძელებს კამპანიას „სცადე მედიაცია“