ENG

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ ნანა ჩალათაშვილმა გურჯაანის რაიონული სასამართლოში გახსნეს სასამართლო მედიაციის ცენტრი.
 
რეგიონულ ჭრილში გადადგმული მედიაციის დანერგვის მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯები უზრუნველყოფს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას ქვეყანაში. საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მუდმივად ცდილობს საზოგადოებას შესთავაზოს ყოველმხრივი მხარდაჭერა, რაც სოციალური მშვიდობის დამყარებას ემსახურება.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მედიაციის ცენტრის გახსნა ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

გრძელდება საუბრები ადვოკატებთან მედიაციაზე

შეხვედრა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველმა, ირაკლი გელოვანმა გახსნეს.

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა აჭარის რეგიონში, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მედიაციის ცენტრის გახსნა ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით.

შეხვედრა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფთან

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან.