ENG

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ და სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრმა მოსამართლემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - ლიკა ბოკერიამ, საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში მედიაციის ცენტრი გახსნეს.

ქვეყანაში კიდევ ერთი მედიაციის ცენტრი მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას ემსახურება, სადაც მხარეები მედიაციის საშუალებით შეძლებენ სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია გეგმავს საქართველოს მასშტაბით, კიდევ ახალი მედიაციის ცენტრების გახსნას. სასამართლო მედიაციის ცენტრების გამართულად ფუნქციონირება ქვეყანაში სოციალური მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს .
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.