ENG

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ ვლადიმერ ხუჭუამ, თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში მედიაციის ცენტრი გახსნეს.

ქვეყანაში კიდევ ერთი მედიაციის ცენტრი მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას ემსახურება, სადაც მხარეები მედიაციის საშუალებით შეძლებენ სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია გეგმავს საქართველოს მასშტაბით, კიდევ ახალი მედიაციის ცენტრების გახსნას.

სასამართლო მედიაციის ცენტრების გამართულად ფუნქციონირება ქვეყანაში სოციალური მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს .
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება