ENG

კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრი წარმატებით დასრულდა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაციის მიერ მხარდაჭერილი კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრი წარმატებით დასრულდა. დაჯილდოების ღონისძიება გახსნა შეჯიბრის ხელმძღვანელმა სოფიო დუღაშვილმა და სტუდენტებს მისალოცი სიტყვით მიმართეს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა - მარიამ ბოჭორიშვილმა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა - თამარ იმნაიშვილმა. „საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობასთან აქტიური თანამშრომლობა. შეჯიბრის ფინალური გუნდების ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში. ასოციაცია კიდევ ერთხელ ულოცავს თითოეულ მონაწილეს და უსურვებს წარმატებებს!
უკან
სხვა სიახლეები

შეხვედრა „სცადე მედიაცია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა