ENG

კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრი

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მხარდაჭერითა და ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით დაარსდა კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრი. ღონისძიება გახსნეს ევროპის უნივერსტიტეტის რექტორმა - ნინო ტალიაშვილმა, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული და კონკურენტიის კომიტეტის თავმჯდომარემ სალომე ბეჟაშვილმა. შეჯიბრის გამართვამდე შერჩეული მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებას მედიაციასა და მოლაპარაკების წარმოებაში, რომელსაც გაუძღვება პროექტის ხელმძღვანელი - სოფიო დუღაშვილი, რომელიც წარმოადგენს ,,საქართველოს მედიატროთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს და ამავდროულად ევროპის უნვერსიტეტის მოწვეულ ლექტორს. გადამზადების შემდგომ მონაწილეები დაიყოფიან  გუნდებად,რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრებიან გახსნით შეჯიბრში,ნახევარ-ფინალსადაფინალში. გუნდებისდაკომპლექტება მოხდება სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისგან. შეჯიბრის შემფასებელები „მსაჯის“ სტატუსით იქნებიან ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“მედიატორები, მედიაციის სფეროში თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები, მედიაციაში წარმომადგენლობის გამოცდილების მქონე ადვოკატები/იურისტები. შეჯიბრის თითოეულ ეტაპზე გუნდების შეფასებათა დაჯამებით მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა. შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური ჯილდოები,ხოლო ყველა მონაწილეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. პროექტის საუკეთესო მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ სტაჟირების პროგრამებში.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3v06Njn
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა - 4 მარტი 18:00 საათი; მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და შეირჩევამხოლოდ 30 საუკეთესო მონაწილე.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“