ENG

მედიაცია და ბიზნესი: დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი

 

,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა" და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია - ,,მედიაცია - დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმი ბიზნეს სექტორში“.
დისკუსია გახსნა მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა და შვედეთის საელჩოს პროგრამების განვითარების ოფიცერმა თინათინ გენებაშვილმა.
ღონისძიებას, რომლის მიზანია მედიაციის არსის წარმოჩენა და ამ სფეროში არსებული სიახლეების გაცნობა, დაესწრნენ მთავრობის, ბიზნესისა და სასამართლოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია მედიაციის სასამართლო და არასასამართლო ფორმების შესახებ; გაეცნენ მედიაციის უპირატესობებსა და მედიატორის დანიშვნის წესებს.
შეხვედრა გაიმართა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.
 
უკან
სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.