ENG

მედიაციის ცენტრების გახსნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ქალბატონმა-ნინო ქადაგიძემ და “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ-ირაკლი ყანდაშვილმა 29 დეკემბერს, ქ. ქუთაისში საზეიმო სიმბოლური ლენტის გაჭრით გახსნეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. სასამართლო მედიაციის ცენტრები რეგიონალურ ჭრილში გადადგმული მედიაციის დანერგვის მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯები უზრუნველყოფს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას ქვეყანაში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გახსნილი მედიაციის ცენტრები ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით.
უკან
სხვა სიახლეები

შეხვედრა „სცადე მედიაცია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა