ENG

მედიაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება / მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარის პრეზენტაცია

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის, "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" მხარდაჭერით მედიაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა: საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში - დაგლას უებიმ; საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს პირველმა მდივანმა, იურიდიული და საკონსულო განყოფილების უფროსმა - მიხაილ გრიმიმ; და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა - მამუკა თავხელიძემ.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა ღონისძიებაზე შეაჯამა 9 თვის განმავლობაში პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. მან ასევე აღნიშნა უკანასკნელი წლების განმავლობაში რამდენად დიდი და მნიშვნელოვანი იყო პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინსტიტუციურ გაძლიერებაში.

ირაკლი ყანდაშვილმა მოდერირება გაუწია პანელურ ნაწილს სადაც მონაწილეებმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - თამარ იმნაიშვილმა; საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა - თეა ჭეიშვილმა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - სოფიო დუღაშვილმა, მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს.

ასოციაციის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარის სახელმძღვანელო. აღნიშნული სახელმძღვანელო უზრუნველყოფს მედიაციის მეტად აქტუალიზაციას და მისი სიღრმისეულ აღქმას. მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარი არის პირველი სახელმძღვანელო მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის განმარტებით ნაწილში და მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას მედიაციით დაინტერესებულ საზოგადოებაში.

ღონისძიების დასასრულ ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის კანონის უზენაესობის პროექტის ხელმძღვანელმა ლევან ასათიანმა პროექტის ფარგლებში მედიაციის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დააჯილდოვეს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამის და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში არა ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა. მათ შორის 25 საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა ცნობიერების ამაღლების მიზნით სცადე მედიაციის კამპანიის ფარგლებში ადვოკატებთან, ქალ-მეწარმეებთან, სტუდენტებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, და საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ საზოგადოებასთან.

პროექტი მიმდინარეობდა 9 თვის განმავლობაში და მასში ჩართული იყო 800-ზე მეტი ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან გამართა მორიგი შეხვედრა - „Try Mediation”

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.

2024 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია.

გაცნობებთ, რომ 2024 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. პროგრამაზე რეგისტრაცია გაგრძელდება 2024 წლის 14 ივნისის ჩათვლით.