ENG

მედიაციის საერთაშორისო ფესტივალი

13 მაისს გაიხსნა  მინსკის  ყოველწლიური  მედიაციის საერთაშორისო ფესტივალი. მეხუთე წელია ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობას იღებენ ექპერტები  სხვადასხვა კონტინენტიდან: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ისრაელი, იტალია, ავსტრია, ჰოლანდია, ბელორუსია, რუსეთი,  ჩეხეთი, შვეიცარია, ყაზახეთი, უკრაინა.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ყოველწლიურ მედიაციის საერთაშორისო ფესტივალში.  „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილე დამსწრე საზოგადოებას გააცნო  „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საქმიანობა და ის წარმატებები, რაც ასოციაციამ კანონის მიღებიდან დღემდე განვლო განვითარების გზაზე.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა  ერთამანეთს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნის წარმატებული პრაქტიკა.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია