ENG

მედიაციის ტრენინგი თემაზე - მედიატორის უნარჩვები

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა სტუდენტებისთვის უზრუნველყოფს 5 დღიან მედიაციის ტრენინგს თემაზე - მედიატორის უნარჩვები.

ტრენინგის ფარგლებში, მედიაციით დაინტერესებული სტუდენტები შეისწავლიან ისეთ საკითხებს, როგორიც არის მედიაციის არსი, მედიატორის როლი, მედიაციის ეტაპები, მედიაციის პროცესის წარმართვის თავისებურებები,მედიატორის უნარ-ჩვევები.

მონაწილეები შეირჩევიან სააპლიკაციო ფორმაში ატვირთული სამოტივაციო წერილის განხილვის საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატთა საკვირაო სკოლაში მონაწილეობის საფასურს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ტრენინგის თითოეული მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატით.

დეტალები იხილეთ ბმულზე
უკან
სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკითრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრისა და საქპატენტის თანაორგანიზებით დაგეგმილ ვებინარში, რომელიც დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მეთოდებს შეეხებოდა.

ღონისძიება გაიმართა WIPO-სა და სსიპ - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს ,,საქპატენტს“ შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში. ვებინარზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოში მედიაციის პროცესის პრინციპებსა და მორიგების ხელშეკრულებების აღსრულების შესახებ, პრეზენტაცია წარადგინა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი ინიციატივებისა და ღონისძიებების განხორციელებას. დოკუმენტს, საქართველოს მედიატორტა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ნანა გაბელიამ მოაწერეს ხელი.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მედიაციის კომიტეტის ეგიდით, გაიმართა ვებინარი თემაზე- ადვოკატის როლი მედიაციის პროცესში.

ვებინარი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელიც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა , მარია სლაზაკმა გახსნა.