ENG

„მედიაციის წელთან“ დაკავშირებული ღონისძიება

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ დონორი ორგანიზაციების (USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ პროგრამის და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში) მხარდაჭერით „მედიაციის წელთან“ დაკავშირებული ღონისძიება გამართა, სადაც ფართო საზოგადოებას მედიაციის წელთან დაკავშირებული გეგმები და განხორციელებული აქტივობები წარუდგინა.

კამპანიის მიზანია მედიაცია როგორც დავების მოგვარების ერთ-ერთი საშუალების - პოპულარიზაცია და მისი გამოყენების ზრდაა ქვეყანაში, როგორც კერძო პირების, ისე ბიზნესების მიერ. აღნიშნული გულისხმობს არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ღონისძიების, ფორუმების, კონფერენციების, ტრენინგების, კონკურსების განხორციელებას დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით. აქტივობები რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია „მედიაციის წლის“ ფარგლებში მოიცავს როგორც საზოგადოების ისე იურიდიული პროფესიის, სტუდენტების, მოსამართლეების და თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენლების ჩართულობას. კამპანია საქართველოს მასშტაბით, საჯარო უწყებების, პროფესიული წრეების, ბიზნეს ორგანიზაციების და ზოგადად, საზოგადოების მედიაციის სიკეთეების შესახებ ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს.

ღონისძიების გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ნილ ვაინსტაინმა, გაეროს განვითარების პროგრამის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა ლევან ასათიანმა, და საქართველოში ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელი თამარ ზუბაშვილმა.

ღონისძიებაზე მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და მხარდაჭერაზე ისაუბრეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა, ადვოკატთა ასოცაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე წულაძემ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ მიხეილ ხურციძემ და არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე რუსუდან ჭკუასელმა.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

2025 წლის 30 აპრილიდან დაიწყება მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია

გაცნობებთ, რომ 2025 წლის 30 აპრილიდან დაიწყება მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. პროგრამაზე რეგისტრაცია გაგრძელდება 2025 წლის 12 ივნისის 18:00 საათამდე.

2025 წლის 4 მაისს გაიმართება სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" რიგგარეშე საერთო კრება

2025 წლის 4 მაისს გაიმართება სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" რიგგარეშე საერთო კრება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები

ღონისძიებაში მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის, "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი გულისა კახნიაშვილი მიესალმნენ.