ENG

მედიატორობის მსურველი პირის რეალური მედიაციის გაძღოლის უნარ- ჩვევების განვითრების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება

1 ნოემბერს იწყება მედიატორობის მსურველი პირის რეალური მედიაციის გაძღოლის უნარ- ჩვევების განვითრების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მედიატორობის მსურველი პირის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემოწმების ეტაპი.

პროგრამის გავლის მსურველმა პირმა განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, განმცხადებლის მიერ მედიატორობის მსურველი პირის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემოწმების ეტაპის წარმატებით გავლას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განვითარების ეტაპში მონაწილის ჩართვა და რიგითობა განხორციელდება რეგისტრაციის დროის მიხედვით.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია