ENG

მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრაქტიკულ უნარ-ჩვევების შემოწმების პროცესში მონაწილე შემფასებლები მადლობის სიგელით დააჯილდოვა

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ" წარმატებით დაასრულა მედიატორობის მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების პროცესი. აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა პროცესში მონაწილე შემფასებლები. „ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ულოცავს მედიატორობის მსურველ პირებს სერტიფიცირების მეორე ეტაპის წარმატებით გავლას.

უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია