ENG

მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა

გრძელდება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა მედიატორთათვის, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ

ტრენინგს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და ამავე ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მედიატორი, თსუ-ს ასოცირებული პროფ. ნათია ჩიტაშვილი უძღვებოდნენ.

მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი და მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნათია ჩიტაშვილი  მიესალმნენ.

ტრენინგ კურსის ფარგლებში მედიატორთა პროფესიული ქცევის სტანდარტების ჭრილში განზოგადებულ იქნა ქართული სამედიაციო პრაქტიკა, განხილულ იქნა ეთიკის მნიშვნელობა მედიაციის პროფესიად ფორმირებაში, წარმოჩინდა მედიატორის ეთიკის სტანდარტების პროცესუალური შინაარსი და გაზიარდა მედიატორთა მიერ ეთიკური დილემების მართვის სტრატეგიები და რეკომენდაციები.

მონაწილეებმა ტრენინგის განმავლობაში ჯგუფური სამუშაოებიც შეასრულეს , განიხილეს კონკრეტული კაზუსები , სადაც წამოჭრილი იყო პრობლემატიკა და პრინციპთა დილემა, როგორიც არის მაგალითად : კეთილსინდისიერი მოლაპარაკების და ინფორმირებული შეთანხმების/თვითგამორკვევის ხელშეწყობა, შეთანხმების ნებაყოფლობითობის ხელშეწყობის ფარგლები სავალდებულო სასამართლო მედიაციაში, მედიატორის მიერ მხარეთა ინფორმირების ვალდებულების საკანონმდებლო-ეთიკური სტანდარტი, მედიატორის დამოუკიდებლობის/ნეიტრალობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება, კონფიდენციალობის პრინციპის მოქმედება სავალდებულო სასამართლო მედიაციის პროცესის შეწყვეტისას, ბავშვების საუკეთესო ინტერესების ხელშეწყობა, თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის ვალდებულება და სხვა.

მედიაციის ეთიკის განგრძობადი პროფესიული განათლების კურსი სავალდებულოა ყველა მოქმედი მედიატორისთვის, რაც ემსახურება მედიაციის ეთიკური მდგრადობისა და სანდოობის გაძლიერებას, პროფესიული ქცევის სტანდარტების ერთგვაროვან დამკვიდრებას და კეთილსინდისიერ რეალიზებას სასამართლო და კერძო მედიაციაში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები

ღონისძიებაში მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის, "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი გულისა კახნიაშვილი მიესალმნენ.

შეხვედრა მარნეულში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა მარნეულში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან.

ტრენინგი სტატისტიკური ბაზის შექმნისა და მისი ეფექტიანად მართვის შესახებ

აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ორგანიზებულ იქნა ტრენინგი სტატისტიკური ბაზის შექმნისა და მისი ეფექტიანად მართვის შესახებ.