ENG

მედიატორთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი წარმატებით გადაწყდა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, წარმატებით მოაგვარა მედიატორთა საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხი.

თანამშრომლობის შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საპენსიო ასაკის მქონე მედიატორებს შესაძლებლობა ეძლევათ, სამედიაციო საქმიანობის გაგრძელების პარალელურად, შეუფერხებლად მიიღონ მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო პენსია.

აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს მედიატორთა სოციალური გარანტიების განმტკიცებისა და პროფესიის ღირსეული განვითარების მიმართულებით.
უკან

_Photo Gallery

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“