ENG

მედიატორთა ტრენინგი

“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს ტრენინგზე "მედიაცია და არბიტრაჟი - დავების ეფექტიანი გადაწყვეტა". მონაწილეების შერჩევა მოხდება ზუგდიდში, ბოლნისში, ახალციხესა და კახეთის რეგიონში. მედიატორების დატრენინგება მიზნად ისახავს რეგიონებში მედიატორის პროფესიის დამკვიდრებასა და სამომავლოდ, სასამართლო მედიაციის განვითარების ხელშეწყობას.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები უფასოდ გაივლიან მედიატორის 60-საათიან დისტანციურ ტრენინგ კურსს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მედიაციის საფუძვლებს, დაეუფლებიან მედიატორის უნარ-ჩვევებს, მედიაციის წარმართვის ტექნიკასა და სტრატეგიებს. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

აღნიშნული ტრენინგი სსიპ„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების თანახმად დაგეგმილი იყო 2020 წლის მანძილზე, რასაც ხელი შეუშალა ქვეყანაში შექმნილმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია