ENG

მემორანდუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციას" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით "ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი" შემოუერთდა. მედიაციის დანერგვისა და განვითარების საქმეში უნივერსიტეტების ჩართულობა მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტებთნ ურთიერთთანამშრომლობის პროცესი გრძელდება და 22 ივლისს, გამოფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი "საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა" და "ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს" შორის. მემორანდუმის ხელმომწერნი არიან "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და "ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის" რექტორი მერაბ ხალვაში. 
მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელება. თანამშრომლობის ფორმატში სამომავლოდ დაიგეგმა, აჭარის რეგიონში ბსუ-ს მედიაციის ძირითად ცენტრად ფორმირება.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია