ENG

მემორანდუმი ი.ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციაციამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწყეს COVID-19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეული შრომითი დავების მედიაციის გზით მოგვარების სამთვიანი პროექტი. 10 ივნისს, 13:00 საათზე საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ხელმომწერნი არიან თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე და ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი. მემორანდუმისა და პროექტის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ხელს შეუწყობენ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის პანდემიის შედეგად გამოწვეული დავების მშვიდობიანად, დროულად და ნაკლები დანახარჯით მოგვარებას. თანამშრომლობის პროცესში მხარეები ერთობლივ კვლევით და საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ, სადაც აკადემიური წრეების წარმომადგენლები და პრაქტიკოსი მედიატორები იქნებიან ჩართულნი და თეორიისა და პრაქტიკის გზით მედიაციის ინსტიტუციონალიზაციას დაუჭერენ მხარს. ,,მედიაცია წარმოადგენს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმს, ეს არის ნოვაცია ქართულ სამართლებრივ სივრცეში, რომელიც საზოგადოებას აძლევს საშუალებას დავა საკუთარი ხელით და შეთანხმებით დაასრულოს. - მედიაციის დანერგვის საქმეში დიდია როლი და მნიშვნელობა უნივერსიტეტებისა. გვაქვს იმედი, ჩვენი თანამშრომლობა იქნება ეფექტური და ნაყოფიერი. ნიშანდობლივია, პანდემიის ფონზე, ჩვენი ერთობლივი ჩართულობითა და თანამშრომლობით, სოციუმს სრულიად უფასოდ შევთავაზოთ შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოშობილი დავების შეთანხმებით დასრულების ეფექტური მექანიზმი. ეს არის უნიკალურ საშუალება, რომელსაც საზოგადოება აუცილებლად გამოიყენებს“ - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.
უკან
სხვა სიახლეები

გრძელდება საუბრები ადვოკატებთან მედიაციაზე

შეხვედრა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველმა, ირაკლი გელოვანმა გახსნეს.

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა აჭარის რეგიონში, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მედიაციის ცენტრის გახსნა ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით.

შეხვედრა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფთან

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან.