ENG

მემორანდუმი „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ შორის

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის საქართველოში დანერგვა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მათ შორის, ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციების, სააგენტოში დასაქმებული პირების, სოციალური მუშაკების, იურისტებისა და ფსიქოლოგების, მედიაციაში გადამზადების კურსის ერთობლივი დაორგანიზება და განხორციელება. მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, შემუშავდება და გამოიცემა ერთობლივი პუბლიკაციები.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ.

უახლოეს მომავალში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიატორთა ასოციაციასთან ერთად განახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს - დაიგეგმება კონკრეტული ნაბიჯები და სამომავლო ერთობლივი ინიციატივები.
უკან
სხვა სიახლეები

შეხვედრა მარნეულში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან - „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა მარნეულში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

ტრენინგი -„კომპლექსური და მრავალმხრივი მოლაპარაკება

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით-„კომპლექსური და მრავალმხრივი მოლაპარაკება“, რომელიც განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში გაიმართა

2023 წლის 16 დეკემბერს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მორიგი საერთო კრება

2023 წლის 16 დეკემბრის სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთო კრების დღის წესრიგი: