ENG

მიმდინარეობს განაცხადების მიღება!

მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ, მე-10.2 მუხლის თანახმად 2020 წლის 01 სექტემბრიდან დაიწყო და მიმდინარეობს დაინტერესებული პირების განცხადებების მიღება, რაც გაგრძელდება 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
შეგახსენებთ, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში“ გაწევრიანებით დაინტერესებულმა პირებმა მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის მე-10.2 მუხლის თანახმად განცხადებით უნდა მიმართონ ასოციაციას, კერძოდ:

• პირებს, რომელთაც „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე უფიქსირდებათ თბილისის საქალაქო სასამართლოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მცხეთის რაიონულ სასამართლოს და გორის რაიონულ სასამართლოში მედიატორად ან/და თანა-მედიატორად საქმიანობის ფაქტი. პირად განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ სასამართლოს მიე გაცემული ცნობა;
• მედიაციის/მედიატორის ტრენინგის აღიარების მიზნით, ასოციაციას შესაძლებელია მიმართოს იმ ინსტიტუციამ, რომელმაც განახორციელა მსგავსი პირებისათვის მედიაციის/მედიატორის ტრენინგის ჩატარება. აღნიშნულ შემთხვევაში, აღიარების შესახებ განაცხადს უნდა ერთვოდეს გავლილი კურსის აღწერა, მეთოდოლოგია , დღის-წესრიგი და ტრენინგის მონაწილე პირის თანხმობა.
• იმ პირებს, რომელთაც მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების დამტკიცებამდე გავლილი აქვთ მედიაციის/მედიატორის ტრენინგი, მინიმუმ 40 საათიანი სწავლება, აღნიშნული სწავლების აღიარების მიზნით პირად განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ მედიაციის/მედიატორის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი; გავლილი კურსის აღწერა, მეთოდოლოგია და კურსის დღის-წესრიგი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ წარმატებებს უსურვებს ყველა დაინტერესებულ პირს, მოუწოდებს მათ გაეცნონ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამას და იმოქმედონ მის შესაბამისად და დადგენილ ვადებში. მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამა
უკან
სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ უმასპინძლა გრიგოლ რობაქიძის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს,

პროფესიული გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრას უმასპინძლა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილმა.

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერი - ივანე ჩიტაშვილი მიესალმნენ.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ”, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.