ENG

მნიშვნელოვანი განცხადება წევრთა და სხვა დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ

ქვეყანაში არსებული ეპიდემიური სიტუაციის მართვის დადგენილი წესების და COVID-19 ვირუსის შემთხვევათა მკვეთრი მატების ფონზე, „საქართველოს მედიტორთა ასოციაცია“ სრულად იზიარებს და ითვალისწინებს სახელმწიფოს რეკომანდიციებს, შესაბამისად, ასოციაცია თანამშრომელთა, წევრთა და სხვა პირთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროებით  მუშაობას დისტანციური ფორმით განახორციელებს.
ასოციაცია უზრუნველყოფს, რომ მუშაობის დისტანციური ფორმის მიუხედავად, ყველა სერვისი შეუფერხებლად განხორციელდეს.
  1. ნებისმიერი განცხადება, წერილი თუ მომართვა გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@mediators.ge
  2. დამატებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ  დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:  (032) 2 905 900
ასოციაციის ოფისი დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით მუშაობას განაახლებს 14 მაისს!
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია