ENG

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მედიაციით დაინტერესებული პირებისათვის!

ასოციაციის დაფუძნების დღიდან იზრდება მედიაციით დაინტერესებულ პირთა რაოდენობა.
პროფესიაში შესვლა უკავშირდება ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მომზადებულ სსიპ „საქარველოს მედიატორთა ასოციაციის“ სერტიფიცირების პროგრამის დებულებით გათვალისწინებულ შესაბამისი ეტაპების წარმატებით გავლას.
პირველი მნიშვნელოვანი ეტაპის განხორციელებისთვის აუცილებელია  აკრედიტაციის მოპოვება, რომელსაც გასცემს სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ სერტიფიცირების პროგრამის დებულების საფუძველზე. 2021 წლის იანვრიდანაღნიშნული აკრედიტაციის მოპოვების შესაძლებლობა  აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
გაცნობებთ, რომ საქართველოს მედიატორთა ასოციაციას პირველად მიმართეს დაინტერესებულმა ინსტიტუციებმა მსგავსი უფლების მოპოვების თხოვნით და შესაბამისი პროცედურების   საფუძველზე ასოციაციამ გასცა პროგრამული აკრედიტაცია მედიაციის ტრენინგის ჩატარებით დაინტერესებულ მსურველ სუბიექტებზე.
სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ,, პროგრამული აკრედიტაცია გასცა შემდეგ სუბიექტებზე, რომელთაც მიენიჭათ უფლებამოსილება მოახდინონ მედიატორობით დაინტერესებულ პირთა სწავლება:
 
  1. ააიპ “დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი”
  2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (NCADR)
  3. სსიპ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია”
  4. ააიპ „რიზოლვ“.
მედიაციით დაინტერესებულ პირებს, ეძლევათ შესაძლებლობა მიმართონ აღნიშნულ სუბიექტებს და გაიარონ რეგისტრაცია.
სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” წარმატებებს უსურვებს მედიაციით დაინტერესებულ ყველა პირს!
უკან
სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.