ENG

მორიგი სამედიაციო სესია

სიიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაცია" მემორანდუმის ფარგლებში აგრძელებს ურთიერთთანამშრომლობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.
მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოცაციამ უზრუნველყო კომფორტული და ტექნიკურად აღჭურვილი სამედიაციო სივრცის გამოყოფა კოლექტიური შრომითი დავების მედიატორისთვის.


7 მაისს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ოფისში სამედიაციო სესია გამართა კოლექტიური შრომითი დავების მედიატორმა - თამარ ხატიაშვილმა.
„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ოფისის ტექნიკურად აღჭურვა განხორციელდა USAID/PROLoG - ის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის მხარდაჭერით.
უკან
სხვა სიახლეები

შეხვედრა „სცადე მედიაცია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა