ENG

მორიგი სამედიაციო სესია

სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაცია" მემორანდუმის ფარგლებში აგრძელებს ურთიერთთანამშრომლობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.
მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ უზრუნველყო კომფორტული და ტექნიკურად აღჭურვილი სამედიაციო სივრცის გამოყოფა კოლექტიური შრომითი დავების მედიატორისთვის.
7 სექტემბერს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ოფისში სამედიაციო სესია გამართა კოლექტიური შრომითი დავების მედიატორმა - ანა სამსონიამ.
„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ოფისის ტექნიკურად აღჭურვა განხორციელდა USAID/PROLoG - ის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის მხარდაჭერით.
უკან
სხვა სიახლეები

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ახალ წევრებს, რომლებსაც სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად გაიარეს სამ საფეხურიანი სერტიფიცირების პროგრამა და გახდნენ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიაციის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ყოველწლიური პრაქტიკულ სამეცნიერო სიმპოზიუმი მედიაციაში.

პირველი სიმპოზიუმი მიეძღვნა არასასამართლო/კერძო მედიაციის დანერგვა პოპულარიზაციის მიზნებს.

სამართლის ფორუმი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი მიწვეული იყო მომხსენებლად სამართლის ფორუმზე, რომელიც გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობით.