ENG

ონლაინ დისკუსია თემაზე - ადვოკატის როლი მედიაციაში / საერთშორისო გამოცდილება

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით გრძელდება ონლაინ დისკუსიები, რომელიც დაკავშირებულია მედიატორთა პროფესიისა და ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებთან.

ონლაინ დისკუსიების ფორმატში მომდევნო ღონისძიება ეძღვნება საკითხს: ადვოკატის როლი მედიაციაში / საერთშორისო გამოცდილება.

მოდერატორი:
ირაკლი ყანდაშვილი - „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.

მომხსენებელი:
დევიდ რუბინო - ამერიკის იურისტთა ასოციაციის/კანონის უზენაესობის ინიციატივის პროგრამის დირექტორი საქართველოში “ABA ROLI” - (2014 – 2016 ) წწ. ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი, საერთაშორისო ექსპერტი.
უკან
სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი ინიციატივებისა და ღონისძიებების განხორციელებას. დოკუმენტს, საქართველოს მედიატორტა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ნანა გაბელიამ მოაწერეს ხელი.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მედიაციის კომიტეტის ეგიდით, გაიმართა ვებინარი თემაზე- ადვოკატის როლი მედიაციის პროცესში.

ვებინარი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელიც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა , მარია სლაზაკმა გახსნა.

საქართველოს მედიარორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში გამარჯვებული 7 სტუდენტი სტაჟირებით დააჯილდოვა

სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სასამართლო და მედიაციის, იმიტირებულ პროცესებში